Rentals.ge Georgia

"რენტალსი", შპს. - უძრავი ქონების სააგენტო

Addr: რუსთაველის გამზ. 46, / გრიბოედოვის ქ. 37

თბილისი 0108, საქართველო

Tel: (+ 995 32) 245 45 66; 245 45 99; 299 64 12

E-mail: info@rentals.ge
თავფურცელი
ფოტო გალერეა
ობიექტის ძებნა
განცხადების განთავსება
ახალი ამბები
კომპანიის შესახებ
სერვისები
ჩვენი პარტნიორები
დაგვიკავშირდით

სესხის კალკულატორი



სტატისტიკა:
3 ცხელი შეთავაზება
3331 შეთავაზება ბაზაში

ბოლო განახლება:
May 20, 2012
კომპანიის შესახებ
მოგესალმებით ორი პარტნიორი კომპანიის, "რენტალსი"-სა და "სერეს საქართველოს" ვებ გვერდზე. ეს ორი კომპანია დიდწილად იზიარებს ბიზნესის წარმართვის ღირებულებებს და ამიტომ აერთიანებს საკუთარ ძალისხმევას.

კომპანია "რენტალსი", სპეციალურად შეიქმნა 2008 ბოლოს, რათა მთელი რესურსი მიემართა უძრავი ქონების (ბინების, სახლების, ოფისების, კომერციული ფართების) გაქირავებაზე, მაშინ როდესაც კომპანია "სერეს საქართველო" კვლავ რჩება უძრავი ქონების ლოკალური და საერთაშორისო გაყიდვების, მარკეტინგის, შეფასებების ბაზარზე. უფრო მეტს ჩვენი მომსახურების შესახებ ამავე ვებ გვერდის "სერვისები"-ს ნაწილში შეიტყობთ.

1. ვებ გვერდის შესახებ


ვებ გვერდი ძალზედ მარტივად ოპერირებადია. თითოეულ თქვენგანს დამოუკიდებლად შეუძლიათ როგორც ინფორმაციის მოძიება სასურველი პარამეტრების მიხედვით (მაგალითად, 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე, 50,000 დოლარის ფარგლებში, ან 1000 კვ.მ საოფისე ფართი ვაკეშიდა სხვა), ასევე, თქვენი ინფორმაციის განთავსება ამ ვებ გვერდზე. ამისთვის საკმარისია ისარგებლოთ საძიებო სისტემით მთავარ გვერდზე, ან შეხვიდეთ სპეციალურ განყოფილებაში: "განცხადების განთავსება". შესაბამისი კითხვარის შევსების შემდეგ, თქვენი ინფორმაცია ხვდება ჩვენს ოპერატორთან და განთავსდება ვებ გვერდზე.

2. "რენტალსი" -ს შესახებ

ქართულ ბაზარზე ორ წლიანი დაკვირვების შედეგად გადავწყვიტეთ დაგვეარსებინა სპეციალიზებული კომპანია, რომელიც ყველაზე ეფექტური და ცნობადი იქნებოდა უძრავი ქონების გაქირავების კუთხით. მიუხედავად უამრავი ადამიანისა თუ კომპანიის ჩართულობისა შუამავლობის ამ დარგში, აშკარა იყო ხარისხიანი, გამჭვირვალე და სამართლიანი მომსახურების დეფიციტი. ასე შეიქმნა კომპანია "რენტალსი". ახალი ბრენდის დაარსების კიდევ ერთი მიზეზი ჩვენი პარტნიორი ბიზნეს კომპანიების, საელჩოების, მისიების დადებითი გამოხმაურება იყო მათი გამოკითხვისას. დღეს "რენტალსი" საკმაოდ ცნობადია:

ბინების;

კერძო სახლების;

საოფისე ფართების;

კომერციული ფართების
გაქირავების ან დაქირავების მსურველთათვის.

ჩვენ, კომპანია "რენტალს"-ში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, გაწეული მომსახურების ხარისხს, სათუთად ვეპყრობით თითოეულ კლიენტს და შესაძლებლობების მაქსიმუმს ვიყენებთ თქვენი კმაყოფილებისთვის.

3. "სერეს საქართველო" -ს შესახებ

"სერეს ჯგუფი" (Central European Real Estate Services Group) , სათაო ოფისით პრაღაში, პირველი საერთაშორისო საბროკერო კომპანია, რომელმაც საკუთარი წარმომადგენლობა გახსნა საქართველოში. ჩვენ ვართ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, საუკეთესო რეპუტაციის მქონე საბროკერო-საკონსულტაციო კომპანიის ქართული ფრთა. "სერეს საქართველო" საკუთარი ძალებით, "სერეს ჯგუფისა" და 450-მდე პარტნიორი კომპანიის, მეშვეობით ყიდის უძრავ ქონებას როგორც საქართველოში, ასევე, თითქმის მთელს აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე.

2007 წელს, ქალაქ ლონდონში, CNBC-ის მიერ (მედია კომპანია) გამართულ კონკურსში "სერეს ჯგუფმა" ორ ნომინაციაში გაიმარჯვა: "საუკეთესო საბროკერო კომპანიისთვის ჩეხეთში" და "უძრავი ქონების საუკეთესო მარკეტინგისთვის ჩეხეთში". ჩვენი მიზანია, პროფესიული, გამჭვირვალე, სამართლიანი საბროკერო და საკონსულტაციო საქმიანობის წარმართვა. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ დასავლური სტანდარტების დანერგვა და მათი მორგება ქართული სპეციფიკისთვის.

ენის შეცვლა:

English | ქართულად




Useful Links: