Rentals.ge Georgia

"რენტალსი", შპს. - უძრავი ქონების სააგენტო

Addr: რუსთაველის გამზ. 46, / გრიბოედოვის ქ. 37

თბილისი 0108, საქართველო

Tel: (+ 995 32) 245 45 66; 245 45 99; 299 64 12

E-mail: info@rentals.ge
 
info@rentals.ge - მოგვწერეთ რას ეძებთ
თავფურცელი
ობიექტის ძებნა
განცხადების განთავსება
კომპანიის შესახებ
სერვისები
ჩვენი პარტნიორები
დაგვიკავშირდით



ბოლო განახლება:
December 10, 2024
სერვისები
1. გაქირავება ("რენტალსი", შპს)
კომპანია "რენტალსი" საკმაოდ ძლიერად არის წარმოდგენილი უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე. აქ იგულისხმება:

ა. ბინების;

ბ. საკუთარი სახლების;

გ. საოფისე ფართების;

დ. კომერციული ფართების გაქირავება.


ჩვენ უშუალო კავშირები გვაქვს საქართველოში აკრედიტებულ უცხოურ საელჩოებთან, მისიებთან, ბიზნეს სტრუქტურებთან, რომელთაც მუდმივად ესაჭიროებათ საკუთარი თანამშრომლების დაბინავება, როგორც გრძელვადიანი ასევე მოკლევადიანი კონტრაქტებით.

კომპანიაში მუდმივად ვატარებთ მონიტორინგს ბიზნეს კომპანიების საოფისე საჭიროებებთან დაკავშირებით. ვუწევთ მათ კონსულტაციებს და ვეხმარებით სასურველი ფართების დაქირავებაში. მათ შორის არის, როგორც მსხვილი კორპორაციები, ასევე მცირე, დამწყები კომპანიები. შესაბამისად, ოფისების დიაპაზონი, რომელიც ჩვენს კლიენტებს სჭირდებათ ძალიან დიდია (50-2,000 კვ.მ).

ჩვენთან მუდმივად თავს იყრის ინფორმაცია სწრაფად მზარდი საცალო ქსელებიდან, ბანკებიდანთან და სხვადასხვა დაწესებულებებიდან, რომლებსაც სჭირდებათ ფართები მაღაზიებისა და ახალი ფილიალებისთვის.

მოგვაწოდეთ თქვენი ინფორმაცია იმ უძრავი ქონების შესახებ, რომლის გაქირავებასაც გეგმავთ. ასევე, გვაცნობეთ იმ ფართების შესახებ რომლებიც უკვე გაქირავებული გაქვთ, რათა მოხდეს მათი ბაზაში შეყვანა და შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ, ახალი დამქირავებლის უმტკივნეულოდ მოძენა. ჩვენი ბროკერები ოპერატიულად გესტუმრებიან, გადაიღებენ ფოტოებს, შეავსებენ დეტალურ კითხვარს, ატვირთავენ ინფორმაციას ჩვენს ვებ გვერდზე, დაუგზავნიან მას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს. ვფიქრობთ, უძრავი ქონების გაქირავების შანსი ჩვენთან საკმაოდ მაღალია.

2. გაყიდვები ("რენტალსი", შპს)

გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა საგრძნობლად შეამცირა მოთხოვნა სხვადასხვა ტიპის უძრავ ქონებაზე. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენს ბაზაში საკმაოდ ხვდება მოთხოვნები ამათუიმ სახის ქონების შეძენაზე. გარდა ამისა, ჩვენ მჭიდროდ, ვთანამშრომლობთ ქალაქში ყველაზე წარმატებულ რამდენიმე საბროკერო კომპანიასთან და ინდივიდუალურ ბროკერთან, რომელთანაც მუდმივად ვცვლით ინფორმაციას. ასეთი თანამშრომლობა წარმატებული გარიგების დადების ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.

შეფასებები -"პროფესიული აზრი"
ჩვენ ვასრულებთ უძრავი ქონების შეფასებს და კლიენტებს წარვუდგენთ დასკვნას, ამა თუ იმ კონკრეტული ობიექტის შესახებ (მიწა, შენობა). ამგვარი დასკვნა სრულდება საერთაშორისო შემფასებლური მეთოდიკის გამოყენებით და წარმოადგენს მრავალ გვერდიან ნაშრომს, სადაც მოყვანილია "შესადარებელი ობიექტების ნუსხა" და მათი აღწერილობა, ბაზარზე არსებული შემოთავაზებები. ასეთი დასკვნების მომხმარებლები ძირითადად ინვესტორები, ბანკები და თავად ქონების მოპატრონები არიან, რომელთაც დამოუკიდებელი, პროფესიული აზრის მოსმენა სურთ.

Eng. English | ქარ. ქართული